პირველ ნომერში გამოსაქვეყნებელი სტატიების შერჩევისას, ძალისხმევის მაქსიმუმი გავიღეთ, რათა დაგვეცვა ბალანსი მიღებული ნაწერების რაოდენობასა და ხარისხზე, ასევე ნაწერებში განხილული საკითხების თემატურ მრავალფეროვნებას შორის. გარდა ამისა, ჩვენი საბოლოო არჩევანი ეფუძნება გამოცემისათვის ზოგადი პროფილის სამართლის ჟურნალის იმიჯის გამყარებას და მასში განხილული საკითხების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრას, როგორც ეს ჟურნალის მიზნებშია აღწერილი. თავის სტატიაში, ვახუშტი მენაბდე გვთავაზობს საქართველოს კონსტიტუციის მიმდინარე ფუნდამენტური გადასინჯვის ზოგად, მაგრამ ამავე დროს, საინტერესო მიმოხილვას. მედიაში ამ პროცესის გაშუქება მას ხშირად უამრავი წინას მსგავს, მორიგ გადასინჯვად წარმოაჩენს. ეს გარკვეულწილად ეხმიანება ამავე პროცესის საზოგადოების ნაწილში არსებულ აღქმას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ყოველი პოლიტიკური გაერთიანება კონსტიტუციას ისე ცვლის, როგორც ხელს აძლევს. ამავე დროს, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე, მისი გადასინჯვის პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოფნის სიხშირე და პერიოდულობა, მიუთითებს, რომ საქართველოში სახელმწიფო მოწყობის, როგორც საზოგადოებრივი თანაცხოვრების ორგანიზებული ფორმის ძირეულ საკითხებზე, ამავე საზოგადოების კონსენსუსი მიღწეულისგან ჯერ კიდევ შორსაა. სწორედ ეს ხდის კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის უკვე დასრულებული ნაწილის შემოთავაზებული მიმოხილვა საინტერესო წასაკითხი იქნება.
istanbul escort | istanbul escort | gay porno | turk porno გიორგი სვანაძის სტატია ეხება გარკვეულ საკითხებში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივას. სტატიიდან ვგებულობთ, რომ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის (HCCH) წევრობის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ არ არის იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების მონაწილე, რომელიც ხელს შეუწყობდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სასამართლო დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ლაკონიური, მაგრამ ინფორმაციული სტატია აღწერს იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია ამ თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოში ტრანსნაციონალური კომერციული დავების გადაწყვეტის სანდოობის და მიმზიდველობის ასამაღლებლად. აქედან გამომდინარე, სტატია საბოლოოდ, წარმოადგენს შესანიშნავ გზამკვლევს საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გასაძლიერებლად, რაც მიღწევადია უცხოელი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორების თვალში იურიდიულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების შემცირებით ევროკავშირის და სხვა ქვეყნებთან სასამართლო თანამშრომლობის გაძლიერების გზით. საქართველოს ტრანსნაციონალური კომერციული დავების გადაწყვეტისათვის უფრო მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის თემა, არბიტრაჟის კონტექსტში, გრძელდება ვახტანგ გიორგაძის სტატიაში. ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვით, სტატიაში წარმოდგენილია წინადადებები არბიტრაჟის, როგორც სასამართლო დავის ალტერნატივის არჩევითობის გასაძლიერებლად და ამით საქართველოში კომერციული დავების გადაწყვეტის სისწრაფის, მოქნილობის და ბიზნესზე ორიენტირებულობის ასამაღლებლად. საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის კიდევ ერთი „ხიდის“ ნარატივის საარბიტრაჟო სფეროში განვრცობით, სტატიის ავტორის ძალისხმევა ამ მხრივაც დაფასებას იმსახურებს. არბიტრაჟის სასარგებლოდ უფრო მოქნილი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ მოსაზრება, რომელსაც ვახტანგ გიორგაძე სხვა საკითხებთან ერთად ავითარებს, სიფრთხილის აუცილებლობაზე მითითებითაა გაანალიზებული თეო კვირიკაშვილის სტატიაში. მასში განხილულია საარბიტრაჟო წარმოების დამოუკიდებლობასა და საჯარო პოლიტიკის ძირითად მოთხოვნებთან მის თავსებადობას შორის ბალანსის და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სასამართლო გადასინჯვის დასაშვებ ფარგლებთან დაკავშირებული საკითხები. სტატია მიმოიხილავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შეზღუდული და ფართო სასამართლო გადასინჯვის სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტებს და ეხება ისეთ რთულ და ურთიერთდაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვნება და უპირობოდ მინიმალურ სასამართლო გადასინჯვასთან დაკავშირებული კორუფციის რისკები.
ამ ნომრის დასასრულს, თამარ დიოგიძის სტატია ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებაზე, ეხმიანება საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მიმდინარე დისკუსიას. სტატია გამოყოფს კანონმდებლობის აშკარა ხარვეზებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ამ მიმართულებით. საკითხის შედარებით სამართლებრივ ჭრილში გაანალიზებითა და მასთან დაკავშირებული ევროკავშირის სამართლისა და ზოგიერთი უცხო ქვეყნის შიდასამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვით, სტატიის ავტორი გვთავაზობს ამ ხარვეზების აღმოფხვრის გზებს. სტატიის უშუალო ღირებულების გარდა, რაც მასში განხილული საკითხის კარგ ანალიზშია, ის შეიძლება ასევე ღირებულ წყაროდ იქცეს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ამ მიმართულებით დაახლოების პროცესში.
მთლიანობაში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ნომერი საინტერესო საკითხავი იქნება. სარედაქციო საბჭო კი, მზადაა განიხილოს მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მათი გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: editors@georgianlawjournal.org.
სარედაქციო საბჭოს სახელით,
თეიმურაზ ანთელავა
მეტის ნახვა
დაამატე კომენტარი